8-07 კოდის ცვლილება და ფასდაკლება ზარებზე

2012 წლის 11 იანვრიდან კოდი 8-07 შეიცვალა 10-07-ით.

 საზღვარგარეთ დარეკვის ახალი წესი შემდეგია: 10-07-00, ქვეყნის კოდი და აბონენტის საერთაშორისო ნომერი.

საქართველოს რეგიონებში და საქართველოს მობილურებზე დარეკვის წესია: 10-07-0, შემდეგ მობილურის ნომერი 5XX XXXXXX.

 

საქართველოს ნებისმიერი ფიქსირებული ქსელის აბონენტებს შეუძლიათ მიიღონ 20%–მდე ფასდაკლება საერთაშორისო და ადგილობრივ ზარებზე, ამისათვის საჭიროა ერთხელ დარეკოთ ნომერზე 2 200807(უფასო რეგისტრაციის ნომერი) და თქვენს ნომერს ავტომატურად მიენიჭება "პრემიუმ" ტარიფიკაცია, ე.ი.  10-07-ით თქვენს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ზარი დაითვლება "პრემიუმ" ტარიფით რომელიც 20%-ით ნაკლებია სტანდარტულ ტარიფებთან შედარებით (აღნიშნული სატარიფო პაკეტი ძალაშია 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით).

 

სიახლე "კავკასუს ონლაინის" ინტერნეტ მომხმარებლებისთვის: 2012 წლის 01 ნოემბრიდან გეძლევათ შესაძლებლობა სახლის ფიქსირებული ტელეფონიდან 10-07 კოდით ისარგებლოთ სპეციალური ტარიფებით საერთაშორისო და ადგილობრივ ზარებზე (იხ. მთავარი გვერდი "10-07 სპეციალური ტარიფები").